Le Figaro საქართველოს შესახებ: აქ ყველა ქალის ძარღვებში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს

© photo: Sputnik / Annabel_Pთბილისის ცენტრი
თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
სტატიის ავტორმა შოთა რუსთაველის პატივსაცემად წოდებული საქართველოს მთავარი გამზირი ელისეის მინდვრებს შეადარა.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფრანგულმა ჟურნალმა Le Figaro საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს 10-გვერდიანი სტატია მიუძღვნა.

ნათია თურნავამ კახეთის გასტროტურში მიიღო მონაწილეობა

 - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
ჩაქაფული, შოთის პურები: ნათია თურნავამ კახეთის გასტროტურში მიიღო მონაწილეობა

ყოველკვირეული ჟურნალი Le Figaro 370 ათასიანი ტირაჟით გამოიცემა, მის ვებგვერდზე ყოველთვიურად 146 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

ჟურნალი აღწერს თბილისს, ქართულ სამზარეულოს და მეღვინეობას. საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Le Figaro-ს ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრესტური მოაწყო.

„ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთის მიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

სტატიაში ასევე მოთხრობილია რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრზე და მწერალთა სახლზე. ავტორი საქართველოს და თბილისის მთავარ გამზორს ელისეის მინდვრებს ადარებს.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს. მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, – მოჰყავს გამოცემას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა

ავტორი სვამს კითხვას, რა მოხდებოდა, ეს პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყანა ქალებს აეღორძინებინათ?

„ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც სამეფო მე-12 საუკუნეში „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0