საქართველოში ფრენების 65 პროცენტი აღდგა

© photo: Sputnik / Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია Air Baltic–ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Air Baltic–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის მაჩვენებლის მიღწევა 2023 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის მაისში უკვე აღდგენილია ფრენების 65% პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, ამასთან, საქართველოში ახალ ავიაკომპანიებს სურთ ფრენა. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ავიაკომპანია Oman Air ქართულ ბაზარზე შემოდის>>

საქართველომ თავისი საჰაერო საზღვრები 2021 წლის 1 თებერვალს, დახურვიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გახსნა.

„მიმართულებებისა და ქალაქების მიხედვით, 2019 წლის მაისის და 2021 წლის მაისის ფრენების რაოდენობის შედარება თუ მოხდება, უკვე 65 პროცენტით არის აღდგენილი. ველოდებით უფრო მეტ ზრდას“, – განაცხადა თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს იქნება შესაძლებელი, გადავასწროთ პანდემიამდელ დონეს მგზავრთნაკადის მომსახურებისა და მგზავრების მასპინძლობის თვალსაზრისით.

კომპანია Eurowings–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გერმანული ლოუკოსტერი დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებს

მინისტრმა დასძინა, რომ მიუხედავად პანდემიისა და შეზღუდული მგზავრთნაკადისა, ქვეყანა უფრო მეტ ახალ ავიაკომპანიას იზიდავს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს დღეებში ორი ახალი ევროპული დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ფრენებს – Eurowings და Bees Airline, ასევე ავიაკომპანია OMAN AIR. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ფრენები პოლონურმა LOT-მა, ასევე Bees Airline-მა, Air Astana-მ და FlyOne-მა“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2019 წელს 5,2 მილიონ ადამიანზე მეტს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0