17:53 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (224)
43 0 0

ფრენები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებას.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ომანის ავიაკომპანია OMAN AIR საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას 16 ივნისიდან დაიწყებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ომანის ავიაგადამზიდი რეისებს მასკატი–თბილისი–მასკატის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. აღნიშნული განრიგი ძალაში 15 სექტემბრამდე იქნება.

ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა.

საქართველომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეწყდა, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განაახლა.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (224)

მთავარი თემები