თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ომანის ავიაკომპანია OMAN AIR საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას 16 ივნისიდან დაიწყებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ომანის ავიაგადამზიდი რეისებს მასკატი–თბილისი–მასკატის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. აღნიშნული განრიგი ძალაში 15 სექტემბრამდე იქნება.
ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა.
საქართველომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეწყდა, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განაახლა.