„ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე სერიოზული მხარდაჭერის იმედი აქვს

© photo: Sputnik„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
მმართველ პარტიაში ოპტიმისტური განწყობაა - „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხმების სულ მცირე 53%-ს აიღებს.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლების ხმათა 53%-ის მიღების იმედი აქვთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება. ცესკო თითოეული რეგიონისთვის პარტიების შედეგების დათვლისას საქართველოს მასშტაბით საერთო შედეგსაც დებს. თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„ჩვენ არჩევნებზე ძლიერები ვიქნებით. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა რაიონში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ველით, რომ მივიღებთ არა 43, არამედ 53%-ს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გახარია: საქართველოში ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ დაელოდოს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ სტარტს და უკვე შეუდგა მუშაობას რეგიონებში.

პარტიაში არ მალავენ, რომ მათი ამოცანაა - აქტივის მაქსიმალურად მობილიზაცია. ღარიბაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა უკვე მოიარეს აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ახლა კი აქტივისტებს ქუთაისში ხვდებიან.

„ქართული ოცნებისთვის“ ეს არჩევნები პირველი იქნება თავიანთი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, რომელიც გასული წლის დეკემბერში პარტიას გამოემშვიდობა და პოლიტიკიდან წავიდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საუკეთესო შედეგი 2017 წელს აჩვენა, როდესაც ამომრჩეველთა ხმების  55,81% აიღო. ყველაზე დაბალი კი - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 48.22%.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0