სარკინიგზო მიმოსვლა თბილისი–ერევანი 15 ივნისიდან აღდგება: მატარებელი ყოველდღე ივლის

© Sputnik / STRINGERსარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დროს
სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
სომხეთის გარდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც და უახლოეს მომავალში თბილისი–ბაქო–თბილისის მიმართულების განახლებაც იგეგმება.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ ერევნის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლას 15 ივნისიდან განაახლებს, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი–ერევანი–თბილისის რეისი პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე „საქართველოს რკინიგზა“ რეისს აღადგენს და უახლოეს დღეებში დაიწყებს ბილეთების გაყიდვასაც.

სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
ლაშა ხუციშვილი – სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

კომპანიის ცნობით, თბილისი–ერევანი–თბილისის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს.

„საქართველოს რკინიგზაში“ ფიქრობენ, რომ განახლებული მიმართულება ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც და მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ თბილისი–ბაქო–თბილისის მიმართულებაც განახლდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

რა უნდა გაითვალისწინოთ საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთისას! - საელჩოს განმარტება>>

საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო საზღვრები კი - 1 ივნისიდან.

სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთას პირი შეძლებს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის და/ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში. დეტალური ინფორმაცია საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესახებ იხილეთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0