ლაშა ხუციშვილი – სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

© photo: Sputnik / Stringerსარფი
სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრების კვეთისას ვიზოტირებს რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
საქართველოში ავტომობილით შემოსვლის წესები

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილი იყო, ვიზიტორებისთვის 1 ივნისიდან გაიხსნა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად მიმდინარე საბაჟო პროცედურებს გაეცნო „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და გამტარუნარიანი საბაჟოა.

2019 წელს „სარფის" საბაჟოს გავლით ქვეყანაში 3,5 მლნ ადამიანზე მეტი შემოვიდა.

„გლობალური პანდემიის მიუხედავად, ყველა საბაჟო გამშვებ-პუნქტზე შეუფერხებლად სრულდება საბაჟო პროცედურები. დახარჯული დროის საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად, „სარფის" საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოსვლიდან კონტროლის ზონის დატოვებამდე, საშუალოდ მხოლოდ 7 წუთს შეადგენს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო 6 თვის მონაცემებით, „სარფის" საბაჟომ 174.841 ავტომობილი გაატარა. ამჟამად საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 124 მებაჟე-ოფიცერი პატრულირებს.

საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის და/ან უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთოს. ამასთან, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას თან ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომლითაც აუცილებლობის შემთხვევაში კოვიდ-ხარჯები დაიფარება.

ყველა ახალი ამბავი
0