ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა
 ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
პროგრამაშია შეხვედრა ადგილობრივ ლიეტუვურ სათვისტომოსთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პირველი ლედი დიანა ნაუსედენე საქართველოს 10 ივნისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. იუწყება ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ვიზიტის მიზანია - სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის გაძლიერებისადმი სწრაფვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვას პრეზიდენტი შეხვდება ქართველ კოლეგას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

Pfizer-BioNTech, AstraZeneca, Sputnik V და Moderna - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
საქართველო ლიეტუვისგან საჩუქრად 15 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

პროგრამაშია ასევე შეხვედრა ადგილობრივ ლიეტუვურ სათვისტომოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

ეს პრეზიდენტ ნაუსედას პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

2018 წლის მაისში ქართულში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ახალი სახელწოდება - ლიეტუვა. საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება იყო ერთგვარი საპასუხო ჟესტი იმაზე, რომ 3 მაისს ლიტვურ ენაში დამკვიდრდა ჩვენი სახელმწიფოს ავთენტური სახელწოდება - საქართველო (Sakartvelo). ამგვარად, ლიტვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც იყენებს სახელწოდებას „საქართველო“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0