თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ლიეტუვის მთავრობამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა გამოყო, საიდანაც 15 ათასი საქართველოსთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
As good as our word: 🇱🇹 govt just confirmed 200.000 vaccines to EaP countries. Starting with 🇺🇦 - 100k vaccines, 🇬🇪 - 15k and Moldova 🇲🇩- 11k. Small step by LTU, hopefully our partners in Europe will join in solidarity with many more!
— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) May 14, 2021
ლანდსბერგისის თქმით, ვაქცინის 100 ათას დოზას უკრაინა მიიღებს, 15 ათასს – საქართველო და 11 ათასს – მოლდოვა. კონკრეტულად რომელ ვაქცინებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიეტუველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
A huge thank you 2 our true friend & firm supporter - 🇱🇹, 4 their cooperation during #COVID19 pandemic & 15k vaccines that are 2 be sent 2 🇬🇪. We continue working W our partners on additional vaccine doses. Solidarity is pivotal in such complicated times ✊. @GLandsbergis https://t.co/qd3IWqkEgI
— David Zalkaliani (@DZalkaliani) May 14, 2021
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდ-პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია“, – დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 81.076 ადამიანი, ვაქცინის ორი დოზა კი 13.507 ადამიანს აქვს მიღებული.