განხეთქილება „რესპუბლიკელებში" – პარტია ლევან ბერძენიშვილმა დატოვა

© photo: Mariam Bezhitashvili / FBლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
„რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში ერთ–ერთი უძველესი პარტიაა. იგი ძმებმა – ლევან და დავით ბერძენიშვილებმა 1978 წელს დააფუძნეს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დამაარსებელმა ლევან ბერძენიშვილმა პარტია დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ამჟამინდელი თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელიც ახალ საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაწევრიანდა. ბერძენიშვილი სამნიძის გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს. 

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა

„ვადასტურებ, რომ გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“. თუმცა, აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ რიგები ამავე მიზეზით დატოვა პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ. კორძაია და სამნიძე მეათე მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით მოხვდნენ.

კორძაია პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

ოპოზიციური ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ პარლამენტში ხუთშაბათს დარეგისტრირდა. მასში სამი პოლიტიკური პარტიის – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „რესპუბლიკური პარტის“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები შევიდნენ. 

„რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი პარტიაა. იგი ძმებმა – ლევან და დავით ბერძენიშვილებმა 1978 წელს დააფუძნეს.

ყველა ახალი ამბავი
0