თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ინდოელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, 2020–2021 სასწავლო წელს დისტანციურად დაასრულებენ, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.
სტუდენტებს, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.
ინდოეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით 28,5 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული, გამოჯანრთელდა 26,5 მილიონი და გარდაიცვალა 340 ათასზე მეტი პაციენტი.
საქართველოში მაისის ბოლოს უცხოეთიდან შემოსულ ხუთ პირს „ინდური შტამი“ გამოუვლინდა, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა და მკურნალობას სახლის პირობებში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ აგრძელებენ.
რაც შეეხება დანარჩენ სამ ინფიცირებულს, მათ ქვეყანა უკვე დატოვეს.