თუ საქართველოში „ინდური შტამი“ გავრცელდა... რას ამბობენ სპეციალისტები

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ამჟამად საქართველოში ძირითადად კორონავირუსის „ბრიტანული შტამი" ცირკულირებს, ხოლო კორონავირუსის „ინდური შტამის" გამოვლენის გამო საქართველოში წესების გამკაცრება ან დამატებითი შეზღუდვების დაწესება ჯერ არ იგეგმება.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. არანაირი მინიშნება, რომ „ინდური შტამი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამი“ გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამი“ ლაბორატიულად გუშინ დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ინდური შტამი“ დაუდასტურდა საქართველოში ჩამოსულ ხუთ პირს, სამმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა. უწყება არ ასაჯაროებს, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ აღნიშნული პირები.

კულუმბეგოვის განცხადებით, „ინდური შტამი“ „ბრიტანული შტამისგან“, რომელიც ახლა ცირკულირებს ქვეყანაში, არსებითად არ განსხვავდება და, შესაბამისად, გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

„ინდური შტამი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე „ფარგალია", რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში „ინდური შტამის“ გავრცელებას სერიოზული გავლენა არ ექნება.

კულუმბეგოვმა ასევე ისაუბრა იმაზე, მოქმედებს თუ არა „ინდურ შტამზე“ თანამედროვე კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინები.

კორონავირუსით დაღუპულთა კრემაცია ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
კორონავირუსის ინდური შტამი – საფრთხე, მუტაციები, ეფექტური ვაქცინები

„ინფორმაცია, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან მხოლოდ Pfizer-ს და AstraZeneca-ს ეხება. მათი ეფექტურობა შემცირებულია, მაგრამ ეს ეფექტურობა Pfizer-სთვის შემცირებულია 94%-დან 88%-მდე, AstraZeneca-სთვის – 66%-დან 60%-მდე. რაც შეეხება Sinopharm-ს და Sinovac-ს, ჯერჯერობით ასეთი კვლევა არ გვაქვს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის ინფორმაციით, Sinopharm-ის და Sinovac-ის ზუსტი ანალოგი ვაქცინა აქვს ინდოეთს.

„ეს არის ვაქცინა, რომელსაც COVAXIN ჰქვია. სამედიცინო ლოგიკიდან გამომდინარე, სანამ კვლევები შემოგვესწრება, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები Sinopharm და Sinovac მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაიცავს ადამიანებს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ეპიდემიოლოგები დღეისათვის კორონავირუსის რამდენიმე შტამს არჩევენ. ესენია: „ჩინურ-ევროპული შტამი“, რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგ მოდის ე.წ. „ბრიტანული შტამი“, „ბრაზილიური“, „სამხრეთაფრიკული“ და „ინდური“ შტამები.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ჯანმო: არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ ეფექტურია

როგორც ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, „ინდურ შტამს“ ახასიათებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირების უფრო იოლად დაინფიცირება. რაც შეეხება მიმდინარეობის სიმძიმეს და სიკვდილიანობას, ამჟამად არ არსებობს ერთიანი აზრი, რადგან დიდი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ინდური შტამი", ისევე, როგორც „ბრიტანული“, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კოვიდ-პანდემიის დინამიკა, ან მედიკოსთა ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდეს. მისი სიმპტომები მსგავსია, ასევე აბსოლუტურად იგივეა თავდაცვის საშუალებები – პირბადე და სოციალური დისტანცია. თუმცა, მედიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ამ შტამს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ.

ყველა ახალი ამბავი
0