დინარა კურმანოვა
ამასთან თურქეთის რესპუბლიკა აპირებს, ქვეყანაში თავისი სასწავლო დაწესებულებები გახსნას. რამდენად ძლიერია ამ ქვეყნის გავლენა ცენტრალურ აზიაში, ექსპერტები აფასებენ.
განხეთქილების სკოლა
ორჰან ინანდის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დაძაბული მომენტები არაერთხელ წამოჭრილა ყირგიზეთისა და თურქეთის ურთიერთობებში. მას შემდეგ, რაც ფეთჰულა გიულენი თურქეთმა დამნაშავედ გამოაცხადა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მისი მოძრაობა „ჰიმზეთის“ სკოლების დახურვა დაიწყეს. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც გიულენის სკოლების „მაარიფის“ ფონდისთვის (თურქეთის განათლების სამინისტროსთან არსებული) გადაცემაზე უარი თქვა, ყირგიზეთია. ლიცეუმების ქსელი თავიდან დაარეგოსტრირეს სახელწოდებით „საპატი“ და მისი ახალი თანადამფუძნებელი ყირგიზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გახდა.
ორჰან ინანდმა, რომელიც ქსელის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ 2001წელს, გიულენის ეპოქაში გახდა, თანამდებობა შეინარჩუნა, რაც თურქეთის ხელისუფლების ზოგ წარმომადგენელს აშფოთებდა. ასე მაგალითად, 2019 წელს თურქეთის ელჩმა ჟენგიზ ფირათმა, ყირგიზეთის მუსმილმთა სასულიერო სამმართველოს იფთარზე მისული ინანდი რომ დაინახა, უარი თქვა „ტერორისტთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომაზე“.
რატომ არ დახურა ყირგიზეთმა გიულენის სკოლები?
„პრინციპში იქ გავრცელებულია უცხოელების ყოფნა — მოქმედებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. თურქეტის გავლენა კი მეტად დაბალია, ამიტომ ხელისუფლება იმ შემთხვევაში აკრძალავს გიულენის სკოლებს, თუ მათ ოპოზიციის ინსტრუმენტად მიჩნევს. მაგრამ მსგავსი რამ „საპატის“ ლიცეუმების მხრიდან არ დაფიქსირებულა“, — ამბობს აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მალაშენკო.
როგორც ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველ კუბატბეკ რახიმოვს მიაჩნია, გიულენის სკოლების შემთხვევაში ყირგიზეთმა ნეიტრალური ტაქტიკა აირჩია.
„დავიწყოთ იმით, რომ რეჯეფ ერდოღანი წარსულში თავად მჭიდროდ ურთიერთობდა გიულენთან, და სკოლებთან დაკავშირებული სიტუაცია — ეს განხეთქილების შიდათურქული ხაზია. თუ ვისაუბრებთ თეორიაზე, რომ ეს სკოლები იდეოლოგიურად არასწორ ადამიანებს „ბეჭდავს“, უნდა გვახსოვდეს, რომ ყირგიზეთი სუვერენული სახელმწიფოა და მას აქვს კონტროლის ბერკეტები — მაგალითად, სახელმწიფო სტანდარტი. განათლების სამინისტროს ყოველთვის შეუძლიაგავლენა მოახდინოს საგნებზე, რომლებსაც ლიცეუმებში ასწავლიან“, — ამბობს ის.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის იანვარში ყირგიზეთის პროფილურმა უწყებამ ხელის მოაწერა ფონდ „მარიფთან“ სეთანხმებას ბიშკეკში ახალი თურქეული სკოლების გახსნაზე.
ამ ფონდთან არსებული სკოლები, რომელსაც თურქეთის პარლამენტი უჭერს მხარს, რაღაცით იმეორებს გიულენის დაწესებულებების მოდელს, ამბობს თურქოლოგიუ ალექსეი ობრაზცოვი.
„რაც უნდა ილაპარაკონ, გიულენის სკოლების პროგრამა საკმაოდ გონივრული იყო — თურქეთმა ახალი მომხრეები არაძალადობრივი მეთოდით მოიპოვა, ენისა და კულტურის სწავლებით, — ამბობს ის. — აღნიშნული მოდელი წარმატებული გამოდგა ცენტრალურ აზიაში 1990-იან წლებში, იმიტომ რომ პოლიტიკა ვაკუუმს ვერ იტანს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, რეგიონში თურქეთის გავლენა გაძლიერდა“.
ცენტრალური აზიის ქვეყნებს მიმზიდველი ეჩვენებოდათ ანკარის მიერ შეთავაზებული მოდელი — ზომიერი ისლამი და ევროპულ პროექტებში ჩართულობა, აზუსტებს რახიმოვი.
„1989 წლიდან 2000 წლამდე თურქეთს მორიგი აღორძინების ხანა ჰქონდა — ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზარდა და ამ ფონზე, რაღა თქმა უნდა, წამოიწია პანთურქულმა მოძრაობებმაც. თურქული სკოლებისა და ლიცეუმების გახსნის პირველი ნაკადი უმეტესწილად უზბეკეთზე მოვიდა, შემდეგ ჩაერთვნენ ყაზახეთი და ყირგიზეთიც. თავის დროზე ეს სკოლები აქტიურად შედიოდნენ რუსეთის რეგიონებში: თათრეთსა და ბაშკორკოსტანში. თუმცა წლები გადიოდა და თურქებს იმედი გაუცრუვდათ: ისინი ჯერ კიდევ ათათურქის დროს გეგმავდნენ, რომ ევროპის მუსლიმური ნაწილი გახდებოდნენ, მაგრამ აქამდე არ გამხდარან“, — ამბობს ექსპერტი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერდოღანის მეთოდებს შეიძლება რამდენადმე მოძველეული ვუწოდოთ, ასკვნის ობრაზცოვი.
„თურქეთის ხელისუფლებას ცენტრალური აზიის მიმაღთ ინტერესი დიდი აქვს, მაგრამ ეს ეკონომიკურად არანაირდა არ არის გამყარებული. თურქეთმა სტუდენტური მობილობის პროგრამა „მევლიანა“ წამოიწყო, მაგრამ მას მასშტაბურს ვერ ვუწოდებთ. ანუ თურქეთის ხელისუფლების განცხადებები შესაძლებლობებს აღემატება“, — ვარაუდობს ექსპერტი.
თურქული პროგრამები ხშირად წარმოჩინდება რუსეთის კულტურის ალტერნატივად, მიაჩნია ექსპერტ სტანისლავ პროტჩინს. მაგალითად მას ყარაბაღის კონფლიქტი მოჰყავს, როდესაც „მაარიფის“ ფონდმა განაცხადა, რომ მზად იყო გაეხსნა თურქული სკოლები ყარაბაღისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიებზე.
„გეოპოლიტიკური კუთხით თურქეთი სარგებლობს ნებისმიერ შესაძლებლობით, რომ თავის ყოფნა გააფართოვოს. მაგრამ რუსეთისთვის ეს სისტემური საფრთხე არ არის, ვინაიდან ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან ურთიერთობამ შედარებით ცოტა ხნის დაიწყო განვითარება. მათი ძირითად სამაგრი — ეს თურქული ენაა. ხოლო რუსეთთან ხანგრძლივი ისტორია და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება აკავშირებთ, რასაც თურქეთი ვერ შეედრება“, — მიაჩნია პროტჩინს.
ყველაფერი ფულით იზომება, ანუ კონკურენცია რუსეთთან
საერტაშორისო მასშტაბის ნებისმიერი იდეოლოგიური სამუშაო ფულს მოითხოვს, რომელიც თურექთს არ აქვს, მიაჩნია ალექსეი ობრაზცოვს. CNBC-ის ანალიტიკოსების დათვლით, თურქეთში რეალური უმუშვერობის დონემ 25%-ს მიაღწია პანდემიის გამო, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტმა 2020 წლის ბოლოს თითქმის 25 მლრდ შეადგინა.
„იმისათვის რომ ქვეყანაში ფეხი მოიკიდოს, საჭიროა ეკონომიკური ინტერესების ქონა, ხოლო თურქეთისა და ყირგიზეთის ვაჭრობა შეჩერდა, — ამბობს კუბატბეკ რახიმოვი. — ქვეყნებს შორის საქონელბრუნამ გასულ წელს 507 მილიონი დოალრი შეადგინა“.
კიდევ უფრო დაბალ ფინანსურ მაჩვენებლებს იძლევა თურქეთსა და ტაჯიკეთს შორის საქონელბრუნვა — 323 მლნ დოლარი. 2020 წელს თურქეთსა და ყაზახეთს შორის საქონელბრუნვამ 3 მლრდ დოლარი შეადგინა (რუსეთთან 19 მლრდ), უზბეკეთთან — 2,1 მლრდ (რუსეთთან 5,6 მლრდ).
„რუსეთის საგანმანათლებლო პროგრამების კუთხითაც წარმატებულ კონკურენციას უწევს თურქეთს. როსსოტრუდნიჩესტვოს“ პროექტები რეგიონში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამასთან რუსეთის, გაეროს ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, უფასო სასკოლო სადილით უზრუნველყოფს მოსაწავლეებს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ყოველივე ეს განამტკიცებს ცენტრალური აზიის მოსკოვთან კავშირს და საზოგადოების მსოფლმხედველობაზეც ახდენს გავლენას“, — აცხადებს რახიმოვი.
რუსეთი არა მარტო გამოყოფს კვოტებს ცენტრალური აზიის სტუდენტების სწავლებისთვის, არამედ აქტიურადაც ავითარებს საგანმანათლე ბლო სივრცეებს ქვეყნის შიგნით. დღეისათვის უზბეკეთში რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების 12 ფილიალი მოქმედებს. რამდენიმე რუსული უნივერსიტეტის წარმომადგენლობაა გახსნილი ყაზახეთშიც, ხოლო ყირგიზეთში 1 ივნისს განაცხადეს, რომ ამ პრაქტიკას თავისთანაც დანერგავენ. ტაჯიკეთს რუსეთმა უკვე გამოუყო 30 მლნ დოლარი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მშენებლობისთვის.