ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
PACE-ს წარმომადგენლებმა ოპოზიციურ დეპუტატებთან განიხილეს გეგმები სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ჩატარებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრები სქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ.

დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხუთშაბათს შეხვდნენ. დეპუტატებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა

„შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილ სასამართლო რეფორმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, თუ როგორ განვითარდება მომავალში პოლიტიკური პროცესები და აქვს მნიშვნელობა იმისთვისაც, თუ რამდენად შეასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ დემოკრატიულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით ბაქრაძემ.

„მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული შეთანხმებისა, მაინც მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა, ისევე როგორც ხელისუფლება აპირებს ყველას შეეხოს ამნისტია, მაშინ, როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ პოლიტიზირებული საქმეები“, - განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ზურაბ ჯაფარიძემ.

PACE-ს დელეგაცია თბილისში იმყოფება ორდღიანი ვიზიტით, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა შეხვდა. შეხვედრა ასევე გაიმართა PACE-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან. განხილვის ძირითადი თემა ქვეყანაში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები იყო.

ყველა ახალი ამბავი
0