Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

არსებობს COVID-19-ის ყველაზე საშიში ოთხი შტამი: ჯანმოს განცხადება

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შტაბბინა ჟენევაში
ჯანმოს შტაბბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ვიეტნამში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მანამდე ცნობილი ორი სახესხვაობის შეერთებით წარმოიშვა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას განსაკუთრებით აშფოთებს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ოთხი სახესხვაობა, რომლებიც სხვებზე სწრაფად ვრცელდება, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ ბრიფინგზე.

მედმუშაკები ჰანოიში - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
ვიეტნამში კორონავირუსის ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს

მან განსაკუთრებულად გამოყო ვიეტნამში აღმოჩენილი მუტაცია, რომელიც, მისი თქმით, უკვე კარგადაა ცნობილი ჯანმოს სპეციალისტებისთვის.

კერკჰოვემ აღნიშნა, რომ ვიეტნამში გამოვლენილი შტამი გამუდმებით იცვლება და მისი ევოლუცია, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება.

„საერთო ჯამში არსებობს ვირუსის ოთხი ვარიანტი, რომლებიც ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს. თუმცა ამ ვერსიების წინააღმდეგ კარგად მუშაობს ინფექციის გავრცელების აღმკვეთი ზომები“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ კერკჰოვემ ბრიფინგზე არ ისაუბრა კორონავირუსის სამ სხვა სახიფათო სახესხვაობაზე.

მანამდე ვიეტნამში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც ბრიტანული და ინდური შტამების შეერთების შედეგად წარმოიშვა. ინფექციის ახალმა სახესხვაობამ ვიეტნამის ზოგ პროვინციაში კორონავირუსული დაავადების აფეთქება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0