გამყრელიძე: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები ორივე დოზით აცრილებშიც დაფიქსირდა

© REUTERS / DANIEL BECERRILვაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებშიც დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

იმნაძე: პირველი დოზით აცრის შემდეგ ინფიცირებულებში დაავადება იოლი ფორმით ვითარდება>>

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში მეორე აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

„რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ერთჯერადად აცრილებში დაახლოებით 0,8% დაინფიცირდა კორონავირუსით, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია და 0,2–0,3%-ს შეადგენს.

ექიმი ცრის პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
აცრიან თუ არა ბავშვებს COVID-19-ზე საქართველოში: ჩხაიძის განმარტება

„უმეტეს შემთხვევაში ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და, საერთოდ, აცრა, ადამიანებს იცავს ყველა ეს კოვიდ-ვაქცინა, პირველ რიგში იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

კოვიდ–პასპორტი თუ?.. რა ცნობას გასცემს საქართველო ორჯერადად აცრილებზე>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 343.963-ს მიაღწია.

ამჟამად საქართველოში სულ აცრილია 138.914 პირი, სრულად კი (ორჯერადად) – 26.101 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0