იმნაძე: პირველი დოზით აცრის შემდეგ ინფიცირებულებში დაავადება იოლი ფორმით ვითარდება

© photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% აცრილი იყოს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქად განვითარდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება – გაბუნიას განმარტება>>

იმნაძის ინფორმაციით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ კორონავირუსით საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ინფიცირებულებს დაავადება გაცილებით მსუბუქად გადააქვთ.

„ამ ადამიანებში დაავადება ძალიან მსუბუქ ფორმებში განვითარდა, აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია“, – აღნიშნა მან.

იმნაძის განცხადებით, თუ ადამიანი აცრის შემდეგ დაინფიცირდა, მეორე დოზის გაკეთება მას 120 დღის შემდეგ მოუწევს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე რეგისტრაცია იწყება

რაც შეეხება ვაქცინების რაოდენობას მეორე დოზის გასაკეთებლად, იმნაძის თქმით, „ვაქცინა საკმარისია ყველასთვის, მეორე დოზა ყოველთვის ინახება“.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება. ასევე საქართველოს მოსახლეობას დღეიდან უკვე შეუძლია Sinovac-ის ვაქცინის გაკეთებაზე დარეგისტრირება, ხოლო აცრა 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 105.500 პირი, მათგან ორი დოზით ვაქცინირებულია 16.147 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0