აქვს თუ არა კავშირი გიორგი გახარიას ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან

© photo: Sputnikნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწონააღმდეგეებმა თურქულ კომპანიასთან შეთანხმებაზე ყველა ხელმომწერი პირის, მათ შორის  ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მედიასთან გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება უცხოელ ინვესტორთან  მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გაფორმებულა.

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები უკვე 217 დღეა აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პროექტში არ არის გათვლილი, რა ზარალი შეიძლება მიაყენოს ჰესმა გარემოს. მათთვის ასევე მიუღებელია ინვესტორისთვის ჰესის ასაშენებელი ტერიტორიის 99 წლიანი ვადით გადაცემა. საპროტესტო აქციებზე გამოსვლისას მომიტინგეები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი, არამედ თურქულ კომპანიასთან შეთანხმებაზე ხელმოწერაში მონაწილე ყველა ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

„ეს (კონტრაქტი - რედ.) კარგია თუ ცუდია მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო, როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს კონტრაქტი გაფორმებულია 2019 წლის აპრილში. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი”, - აღნიშნა გახარიამ.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გახარია: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება რისკებს შეიცავს

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2019 წლის სექტემბერში დაიკავა, ხოლო 2019 წლის აპრილში, როდესაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე კონტრაქტი გაფორმდა, მინისტრთა კაბინეტს მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულებას კი მთავრობის სახელით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოაწერა ხელი.

რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულებას, გახარიას განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი პირობების თვალსაზრისით ყველაზე  რთული კონტრაქტი არაა და ჰესებზე სახელმწიფოს მიერ დადებული უფრო მკაცრი ვალდებულებების კონტრაქტებიც არსებობს.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მეორე მხრივ ეს ჰიდრორესურსი ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ აქ პრობლემა არის - ესაა კომუნიკაცია ჩვენს ხეობის დამცველებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
ლომინაძე: კომპანია ENKA რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს არ აწარმოებს

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წლის 25 აპრილს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". 

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0