რუსთავის არხში დაკარგული მეთევზეს ცხედარი იპოვეს

© photo: Emergency Management Service / FBსამძებრო სამუშაოები მტკვარზე
სამძებრო სამუშაოები მტკვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
50 წლამდე ასაკის მამაკაცი „რუსთავის აზოტის“ ქარხნის ტერიტორიაზე თევზაობის დროს წყალში ჩავარდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. მაშველებმა რუსთავში არსებულ არხში შაბათს დაკარგული ადგილობრივი მეთევზეს ცხედარი იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში იყო ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი. თვითმხილველების თქმით, 29 მაისს დღის საათებში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი „რუსთავის აზოტის“ ქარხნის სიახლოვეს თევზაობის დროს წყალში ჩავარდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა.

სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
მაშველებმა მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცის ცხედარი რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლება მოხდა.

ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები იმყოფებიან. დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

16 კილომეტრიანი არხი სათავეს მტკვარში იღებს და ჯანდარის ტბაში ჩაედინება.

ყველა ახალი ამბავი
0