მაშველებმა მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 19 აპრილს სათევზაოდ წავიდა და შინ არ დაბრუნებულა. მაშველებმა ცხედარი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ აღმოაჩინეს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალში აღმოაჩინეს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მამაკაცის გაუჩინარების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. შეტყობინების მიღებისთანავე საძიებო–სამაშველო ოპერაცია დაიწყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყო სამი მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ყველა ახალი ამბავი
0