Expo Georgia-ში გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს

© Sputnik / Alex Shlamovგახარიას პარტია „საქართველოსთვის“
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
პარტიის თავმჯდომნარედ გიორგი გახარია აირჩიეს. პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება საპროტესტო აქციის ფონზე იმართება.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. Expo Georgia-ში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პოლიტიკური ორგანიზაციის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.

პრეზენტაციას პარტიის 400-მდე მხარდამჭერი ესწრება. ამ წუთებში სიტყვით გამოდის გიორგი გახარია.

პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს საპროტესტო აქციის ფონზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი და ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.

Expo Georgia - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გახარიას პარტიის პრეზენტაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

როგორც მაშინ თავად განაცხადა, გადადგომის მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

გახარია მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, თუმცა მმართველ პარტიაში მის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ემხრობოდნენ.

გახარიას გადადგომის გამო მელიას დაპატიმრება მაშინ რამდენიმე დღით გადაიდო. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბოლო გამოკითხვებით, გახარია ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრია. მისი ნებისმიერი პოსტი და ფოტო სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონებას იმსახურებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0