თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში გასულ წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 21,3% ცხოვრობდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
უწყების მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის დონე საქართველოში, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არსებობის მინიმალურ საშუალებებზე არ მიუწვდებათ ხელი, 2019 წლიდან 1,8%-ით გაიზარდა. ამასთან 2019 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 19,5%-ს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ქალაქების მოსახლეობის 17,1% და სოფლების მოსახლეობის 27,5 პროცენტი.
ამასთან შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში 48,3%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში 3%-ით შემცირდა.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2020 წლის ბოლოსთვის მან 20,4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 3,8 პროცენტითაა გაზრდილი.