ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საპატიმროში ქართულს შეისწავლიან

© Pixabay / Ichigo121212ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან, იუწყება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.

საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2020
საგანმანათლებლო პროექტი: არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ინგლისურ ენას შეისწვლიან

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით იწყებს.

პროექტის ფარგლებში პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა.

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა შორის საუკეთესო მოჭადრაკეები გამოავლინეს>>

სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში სპეციალურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მომზადდა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა კი ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0