არასრულწლოვან მსჯავრდებულთა შორის საუკეთესო მოჭადრაკეები გამოავლინეს

© photo: Sputnik / vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
ტურნირი ცნობილი ქართველი მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძის სახელობის „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

ღონისძიებაში, რომელიც ონლაინ–ფორმატში ჩატარდა, 14-მა მსჯავრდებულებმა მიიღო მონაწილეობა.

„აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები დაწესებულებაში ყოფნის დროს ჭადრაკს აქტიურად თამაშობენ და სპორტის ამ სახეობის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ“, – აღნიშნავენ ცენტრში.

ტურნირი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის“ მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულებს საჩუქრად ჭადრაკის კომპლექტები გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0