„მზიურში" ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerპარკი „მზიური"
პარკი „მზიური - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ფესტივალზე მისული სტუმრები სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას დაესწრებიან. ღონისძება მიზნად ისახავს ლიეტუვური კულტურის, კინოსა და მუსიკის უნიკალური იდენტობის გადმოცემას ევროპულ კონტექსტში.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. „მზიურის" პარკში 28-29 მაისს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ორდღიანი ლიეტუვური ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

მზიური - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2020
„მზიურში“ გალერეა-მედიათეკა მოეწყობა

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, სტუმრები ლიეტუვურ კულტურას, ხელოვნებას, სპორტსა და ტრადიციებს გაეცნობიან. კერძოდ, ფესტივალი თბილისელებს და საქართველოში მცხორებ ლიეტუვის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მოისმინონ ლიეტუვური თანამედროვე მუსიკის კომბინაცია Sutartines (ლიეტუვური მრავალხმიანი სიმღერები და იმპროვიზაცია). ადგილზე მისულ საზოგადოებას სხვა შემსრულებლებთან ერთად მუსიკალურ ნომრებს შესთავაზებს ლიეტუვური ჯგუფი „სკამპის“ წევრი ვიქტორას დიავარა.

პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალი ხელს შეუწყობს ლიეტუვური კულტურის ფართოდ წარდგენას საქართველოში.

„ფესტივალი იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გაერთიანდეს ყველა ლიეტუველი და ლიეტუვის მეგობარი საქართველოში, რათა შექმნან ზეიმი და კარგი განწყობა პანდემიის ამ რთულ პერიოდში”, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რინგაილე ლესჩინსკიენემ.

პროგრამაში ასევე შედის რეჟისორ გიედრე ჟიცკიტეს დოკუმენტური ფილმი „როგორ ვითამაშეთ რევოლუცია", ლიეტუველი-ქართველი რეჟისორის მარია ქავთარაძის სადებიუტო ფილმი Summer Survivors და მარიუს მარკევიჩიუსის ფილმი სპორტის მნიშვნელობის შესახებ ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენაში - „სხვა ოცნების გუნდი".

პარკი მზიური - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
„მზიურში“  თანამედროვე ხელოვნების გალერეა მოეწყობა

ადგილზე წარმოდგენილი იქნება ანიმაციური საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.

ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურის, კინოს და მუსიკის უნიკალური იდენტობის გადმოცემას ევროპულ კონტექსტში.

ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან ლიეტუვური სათვისტომოები „ლაბასი" და „რუტა", ღონისძიება დაფინანსებულია ლიეტუვის კულტურის საბჭოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში. ღონისძიების პარტნიორია თბილისის მერია.

ყველა ახალი ამბავი
0