ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს რესპუბლიკის დღე მიულოცა

© photo: Official web-site of the President of the Republic of Azerbaijanღარიბაშვილი და ალიევი
ღარიბაშვილი და ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, აღნიშნულია პრემიერ ღარიბაშვილის მისალოც წერილში.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეხვედრა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან საქართველოს კულტურის სამინისტროში - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
საქართველოს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ წერილში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და მოძმე ერს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე და თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ერს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ აღმოსავლეთში. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას თბილისში მოეწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური