მეორედ მოსვლა: გახარია თავის პარტიას „საქართველოსთვის“ 29 მაისს წარმოადგენს

© photo : Gakharia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუნდს საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში წარმოადგენს და თავისი პარტიის მიზნებზე ისაუბრებს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შაბათს თავის პარტიას წარმოადგენს, რომელსაც „საქართველოსთვის“ უწოდა. ამის შესახებ მისი პრეს-სამსახური იუწყება.

პარტიის პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში გაიმართება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
„ქართული ოცნება“ გახარიას გეგმებით დაინტერესდა

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი და ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.

როგორც მაშინ თავად განაცხადა, გადადგომის მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

გახარია მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, თუმცა მმართველ პარტიაში მის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ემხრობოდნენ.

გახარიას გადადგომის გამო მელიას დაპატიმრება მაშინ რამდენიმე დღით გადაიდო. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბოლო გამოკითხვებით, გახარია ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრია. მისი ნებისმიერი პოსტი და ფოტო სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონებას იმსახურებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

როგორც ჩანს, პარტია პრეზენტაციის შემდეგ განაცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ამ წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ახალი პარტია მმართველ „ქართულ ოცნებას“ ელექტორატის ნაწილს წაართმევს.

ექს-პრემიერის გუნდში ადასტურებენ, რომ პარტია „საქართველოსთვის" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მთავარი ინტრიგა – იყრის თუ არა კენჭს გახარია თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელიც ახლა „ოცნების" ყველაზე პოპულარულ ლიდერს კახა კალაძეს უკავია, ჯერ საიდუმლოდ რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0