ტარიფი ელექტროენერგიაზე არ შეიცვლება – ნარმანია პირობას დებს

© photo: Sputnik / Stringerდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ბოლოს ტარიფი ელექტროენერგიაზე საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვარს შეიცვალა – გაიზარდა 3,5 თეთრით და ერთ კვტ/სთ–ზე 26.537 თეთრი შეადგინა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის საკითხი არ განიხილება, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC, სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

ხუთშაბათს კომისიამ „თბილისის ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზზე ტარიფის 0,08 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
თბილისელებისთვის გაზის საფასური გაიზარდა

„ამ ეტაპზე რაიმე სახის გადაანგარიშებები ელექტროენერგიის ნაწილში მოსალოდნელი არ არის, რადგან შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ნარმანიამ.

ბოლოს ტარიფი ელექტროენერგიაზე საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვარს შეიცვალა – კომისიის გადაწყვეტილებით, ერთ კვტ/სთ–ზე გაიზარდა 3,5 თეთრით და 26.537 თეთრი შეადგინა ელექტროენერგიის დანახარჯის მიხედვით.

მოსახლეობის ცხოვრების შესამსუბუქებლად მთავრობა ზამთრის პერიოდში ტარიფის განსხვავებას იხდიდა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0