ბათუმსა და კიშინიოვს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

FlyOne - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიშინიოვიდან მრავალჯერადი ჩარტერული რეისები შესრულდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FLYONE შეასრულებს.

ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways–ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
თბილისსა და ელ–ქუვეითს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

სააგენტოს განცხადებით, სეზონური ფრენები კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით მიმდინარე წლის 4 ივნისიდან განხორციელდება. ჩარტერული ავიარეისები 1 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) შესრულდება.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

ავიაკომპანია FLYONE მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩარტერულ რეისებს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიოთ ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0