თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.
ავიაკომპანია 4 ივნისიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს მარშრუტით ელ-ქუვეითი–თბილისი.
ფრენები ორშაბათობითა და პარასკეობით შესრულდება. ეს გრაფიკი ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში იმოქმედებს.
ავიაკომპანია Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო.
უცხოელებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით ან დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანს კორონავირუსზე ორი აცრა აქვს ჩატარებული.