საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოში ფრენები განაახლა

© photo: Flynas / FBFlynas–ის თვითმფრინავი
Flynas–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დროს ავიაკომპანია ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შეასრულებს.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები განაახლა, ნათქვამია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში.

 Air Astana-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
ყაზახურმა ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანიამ 17 მაისს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეისები განაახლა.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდში ავიაკომპანია ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს რიადიდან, ჯედადან და დამამიდან.

ფრენების განრიგი ამგვარია:

  • ჯედა–თბილისი–ჯედა, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • დამამი–თბილისი–დამამი, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • რიადი–თბილისი–რიადი, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • რიადი–ბათუმი–რიადი, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • ჯედა–ბათუმი–ჯედა, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს;
  • დამამი–ბათუმი–დამამი, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.

ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

უცხოელებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის ან დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანს კორონავირუსზე ორი აცრა აქვს ჩატარებული.

ყველა ახალი ამბავი
0