ათენსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები განახლდება

© photo: Etihad Airways / FB Etihad Airways
 Etihad Airways - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ამჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ავიარეისები მარშრუტით ათენი–თბილისი–ათენი 3 ივნისიდან შესრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია თავიდან ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის ფრენებს კვირაში ერთხელ განახორციელებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდში კი ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. 

FlyOne - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ბათუმსა და კიშინიოვს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

კერძოდ, 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე რეისები პარასკევობით შესრულდება, 4 ივლისიდან ზაფხულის სეზონის ბოლომდე კი (29 ოქტომბერი) კიდევ ერთი სიხშირე დაემატება და ფრენები პარასკევსა და კვირას განხორციელდება. 21 ივლისიდან ავიაკომპანია  მესამე სიხშირეს დაამატებს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის  შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა.

ავიაკომპანია Aegean Airlines ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

დღეისთვის უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა შეუძლიათ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში.

ამ ეტაპზე უცხოელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. სახმელეთო საზღვრებს კი ქვეყანა 1 ივნისიდან გახსნის.

ყველა ახალი ამბავი
0