პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტი დაასრულა

© photo: The president of Georgia სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შეხვედრა
სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მზადაა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმაროს და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გადასცეს. ამ საკითხს ის ვარშავაში დაბრუნებისთანავე მიხედავს

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თბილისში თავისი ორდღიანი ვიზიტი დაასრულა.

დღეს ის საქართველოს პირველ პირებს შეხვდა.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან ერთად თბილისს ოთხშაბათს, 26 მაისს ეწვია. პოლონეთის პირველი პირის ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას მიეძღვნა. ის საზეიმო დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა, ასევე დაესწრო გალა–კონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
რა საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას

ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა ანჯეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომლის შემდეგ ორი სახელმწიფოს მეთაურებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პოლონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის ათვისება და რომ პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, ქართული პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში.

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ბიზნეს–ფორუმის ჩატარებისა და ბიზნეს–კონტაქტების გაღრმავების შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ამ მიმართულებით ასევე ხელს შეუწყობს მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
პოლონეთის პრეზიდენტი: ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა პოპულარულ მიმართულებას პოლონელი ვიზიტორებისთვის. ღარიბაშვილის განცხადებით, ყველანაირი პირობა შეიქმნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების და პოლონელი ტურისტების უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის. 

პრეზიდენტ დუდას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო–პოლონეთის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ და პოლონეთმა 1992 წლის 28 აპრილს დაამყარეს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნებს შორის გაფორმდა 15–ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0