უკრაინამ ქართველი და სომეხი კრიმინალური ავტორიტეტების დეპორტაცია განახორციელა

© courtesy of Bees Airlineავიაკომპანია Bees Airline-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Bees Airline-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
უკრაინის ხელისუფლება აქტიურად წმენდს ქვეყანას უცხოეთიდან შესული კრიმინალური ავტორიტეტებისგან, რომელთაც მძიმე დანაშაულის მთელი „შლეიფი“ მოყვებათ.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. უკრაინამ ქვეყნიდან ათი კრიმინალური ავტორიტეტი გამოაძევა. მათ შორის არიან ქართველებიც. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის Facebook-გვერდზეა აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია მითითებული, დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში უკრაინის ხელისუფლებამ 27 კრიმინალურ ავტორიტეტს გაუუქმა ბინადრობის დოკუმენტები, ათი დამნაშავე კი დეპორტაციის გზით გამოაძევა, უკრაინაში დაბრუნების უფლების გარეშე. მათ შორის არიან ქართველები და სომხები.

სულ უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭომ უვადო სანქციები 668 კრიმინალურ ავტორიტეტს დააკისრა. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 21 მაისს საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების განკარგულება გასცა.

ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა უკვე 27 ავტორიტეტს გაუუქმდა.

სომხეთისა და საქართველოს ათი მოქალაქე დეპორტაციის წესით წარმოშობის ქვეყნებში გააძევეს. როგორც ნაციონალურ პოლიციაში აღნიშნავენ, ხსენებულ მოქალაქეებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს წარმომადგენლებთან არა მხოლოდ წარმოშობის ქვეყანაში, არამედ უკრაინაშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0