ტოქსიკური დეკორი: რომელი ფარდებია საშიში ჯანმრთელობისთვის

© Photo: Pixabay / Pexelsფანჯრის ფარდა
ფანჯრის ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ექსპერტი ასახელებს ფარდების სახეობებს, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფენ და საშიშია ჯანმრთელობისთვის.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ზოგი ტიპის ფარდა ზაფხულის ცხელ ამინდებში შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას ეკოლოგმა ვადიმ რუკავიცინმა.

ძველი სახლის ფანჯარა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2020
საშიშროება ფანჯრებზე ბუდობს: ექსპერტი შავი ჭუჭყის საშიშროებაზე გვაფრთხილებს

მისი თქმით, მცხუნვარე მზე აქტიურად ახურებს ფარდებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული, საშიში არაფერია, მაგრამ თუ საუბარია პოლიესტერისა და ბლექაუთის ფარდებზე, რომლებიც შუქს არ ატარებენ, უნდა იცოდეთ, რომ გახურებისას ისინი ტოქსიკურ გაზებს გამოყოფენ.

„არსებობს ქსოვილების ტიპები, რომლებიც მცხუნვარე მზის გავლენით მომწამვლელ აირებს გამოყოფენ. მაგალითად, ბლექაუთის ზოგი ფარდის დამზადებისას მათ იმ ზედაპირს, რომელიც მზისკენ უნდა იყოს მიქცეული, პოლივინილქლორიდით ფარავენ. ძლიერი გახურებისას ის ვინილქლორიდისა და ფორმალდეჰიდის შენაერთებს გამოყოფს, რომლებიც ოთახის ჰაერში ვრცელდება. იგივე ითქმის პოლიესტერის ფარდებზეც — გახურებისას ისინიც გამოყოფენ ფორმალდეჰიდს“, — გვაფრთხილებს ეკოლოგი.

სპეციალისტის რჩევით, იმ საათებში, როდესაც მზე ყველაზე აქტიურია, ჯობს ასეთი ტიპის ფარდები ფანჯრებიდან გადაწიოთ, რათა გადახურებისგან დაიცვათ. ასეთ შემთხვევაში მათგან ზიანი არ მოგადგებათ.

ყველა ახალი ამბავი
0