საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: როგორ აღნიშნეს თბილისში დღესასწაული

გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართა ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წევრები.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი ოფიციალური სადღესასწაულო პროგრამა მხოლოდ ოთხი პუნქტისგან შედგება.

ფიცის დადების ცერემონიის გარდა, გაიმართა გენერალ გიორგი კვინიტაძის პანაშვიდი, შემდეგ მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საღამოს სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

 

ყველა ახალი ამბავი
0