ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში გამართულ კონკურსზე მედლები დაიმსახურეს

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინოს ბოკალი
ღვინოს ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ქართული ღვინოების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - „თავკვერმა“ და „ალადასტურმა“ ავტორიტეტული ექსპერტების საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსზე (International Rosé Championship 2021) ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოქროს მედალი მიენიჭა ღვინოს „თავკვერი როზე 2020“ (მარანი „ლავინა“), ხოლო ვერცხლის მედალი - ღვინოს „ალადასტური როზე მშრალი 2020“ (დავით ლელაძის საოჯახო მეურნეობა).

ქვევრის ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ქართულ ქვევრს გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა

„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მასთან ერთად ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის  12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სულ კონკურსში 21 ქვეყნის 260 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

საქართველო - ღვინის სამშობლო

ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

დღეს საქართველოში ათასობით ყურძნის ჯიში მოჰყავთ. მთელ მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშებიდან დაახლოებით 500 სახეობა ქართული წარმომავლობისაა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური