თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აშშ-ის და რუსეთის ლიდერები — ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ჟენევაში 16 ივნისს შეხვდებიან, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური. ეს დაადასტურეს თეთრ სახლშიც.
იმ თემებს შორის, რომელთა განხილვაც იგეგმება შეხვედრაზე, არის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები, სტრატეგიული სტაბილურობა და საერთაშორისო დღის წესიგი, მათ შორის, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლა და რეგიონული კონფლიქტების დარეგულირება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ხელმძღავნელმა ალექსეი მუხინმა ხაზი გაუსვა, რომ განსახილველი თემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებით განისაზღვრება.
„ახლა ჩვენ მწვავე დაპირისპირება გვაქვს. ეს გარკვეულია. გაუგებარი რომ იყოს – მეგობრობა გვაქვს თუ მტრობა, ეს ძალიან აისახებოდა ურთიერთქმედების კონსტრუქციის აგებაზე. მაგრამ ახლა გარკვეულობა არსებობს: ჩვენ მეტოქეები ვართ. ეს რუსეთს არ გამოუცხადებია, ჩვენ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ამიტომ ის, რაზეც ახლა შეიძლება იმსჯელონ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, არის გლობალური უსაფრთხოება, ვინაიდან ეს ყველას ეხება. კიდევ რაზე შეიძლება იმსჯელონ პრეზიდენტებმა? ეს არის გლობალური ცვლილებები − ოღონდ არა მარტო კლიმატის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისაც“, – მიაჩნია მუხინს.
მისი აზრით, შეხვედრა შესაძლოა ახალი ეტაპის დასაწყისად იქცეს ორმხრივ ურთიერთობებში.
„არსებითად საუბარია, ხატოვნად რომ ვთქვათ, იალტის ახალი კონფერენციის მომზადებაზე. ჩვენ ახლა საკმაოდ შორს ვართ ამ მოლაპარაკებების დასრულებისგან. თუმცა შეიძლება იყოს სიურპრიზიც: მოლაპარაკებათა პროცესი იმდენად სწრაფად, ოპერატიულად წარიმართოს, რომ ჩვენ შედეგი იმაზე ბევრად ადრე მივიღოთ, ვიდრე ახლა ველით. უკვე აშკარაა, რომ აშშ, მიუხედავად თავისი მოსაზრებებისა, რომლებსაც სხვებსაც ახვევს თავს, რომ „რუსეთი არ არის მაღალი სტატუსის მქონე საერთაშორისო მოთამაშე“, ახლა იძულებულია აღიაროს საწინააღმდეგო. თავად შეხვედრის ფაქტი სწორედ ამაზე მეტყველებს“, – მიაჩნია პოლიტოლოგს.
მიმდინარე წლის 13 აპრილს ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან სატალეფონო საუბრისას ანიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან „სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების“ დამყარებისკენ ისწრაფვის – აშშ-ის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მაშინ თეთრი სახლის ხელძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ზაფხულის დასაწყისში გაიმართებოდა.