კუჭავა: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია

© Sputnik / STRINGERკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული გმირები.
კუჭავა: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია
„ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას“, – ამბობს კახა კუჭავა.

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.

ყველა ახალი ამბავი
0