გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსაპატიო ყარაული
საპატიო ყარაული - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
სამების საკათედრო ტაძარში ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდები 22 მაისიდან იმართება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

 Airzena Georgian Airways-ს თვითმფრინავი აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
„დაუჯერებელი დღე“: გენერალ კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გენერლისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც დღემდე სამოქალაქო პანაშვიდები იმართება.

მთაწმინდის პანთეონში ეროვნული გმირის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრებიან.

საქართველოს რესპუბლიკაში გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. იგი დაიბადა 1874 წლის 2 სექტემბერს, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ტფილისის იუნკერთა სამხედრო სკოლის შექმნაში და მისი პირველი ხელმძღვანელიც იყო. 1918 წლიდან 1919 წლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0