ჯადოსნური ელექსირი: დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა და ზედმეტ წონას დაივიწყებთ

© Pixabay / kkolosovწვენი
წვენი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ეს საშუალება მხოლოდ მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება და წონის კლების პარალელურად ორგანიზმს ვიტამინებსა და სასარგებლო მიკროორგანიზმებსაც მიაწვდით.

ჭარბი წონა თანამედროვეობის უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ცუდად აისახება არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც. მაგალითად, ჭარბი წონაა დიაბეტისა და ჰიპერტონიის ჩამოყალიბების ძირითადი წყარო.

მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>>

ჭარბი წონის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ზღუდავენ საკვების მიღებას და ფიზიკურად იტვირთავენ თავს. ზოგიერთი ქირურგიულ გზასაც მიმართავს, მაგრამ ასეთი ძვირი სიამოვნების საშუალება ყველას არა აქვს.

სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

მათთვის, ვისაც ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები არ აწყობს, პრაქტიკულად მეტი გამოსავალი არ რჩება, თუ არა ზედმეტ წონასთან ერთად იცხოვროს.

მაგრამ თუ გახდომა გინდათ და ამასთანავე არანაირი სურვილი არ გაქვთ აწამოთ თქვენი თავი და თქვენი ორგანიზმი, ასევე ავნოთ ჯანმრთელობას და დიდი ფულიც დახარჯოთ, გთავაზობთ სპეციალური წვენის რეცეპტს, რომელიც იაფიც დაგიჯდებათ და ორგანიზმსაც დიდ სარგებელს მოუტანთ.

ესაა საოცარი წვენი, რომელიც რეგულარულად უნდა მიიღოთ ერთი კვირის განმავლობაში, რომ შედეგი ნახოთ. ამასთან, სწრაფი შედეგის მისაღებად სასურველია წვენი უზმოზე დალიოთ.

შიმშილობა და მისი დადებითი და უარყოფითი მომენტები>>

ეს წვენი სასიამოვნო დასალევია. არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვება. ჯობს ხშირად მიიღოთ საკვები და მცირე ულუფებით.

საჭირო ინგრედიენტები წვენის მოსამზადებლად:

  • ერთი ცალი კიტრი
  • ანანასის სამი ნაჭერი
  • ერთი ღერი ნიახური ფესვიანად
  • ცოტაოდენი ოხრახუში

როგორ მოვამზადოთ წვენი

გარეცხეთ ყველა ინგრედიენტი, შემდეგ დააქუცმაცეთ, მერე კი ბლენდერში მოათავსეთ და ათქვიფეთ. სულ ესაა – სასარგებლო და გემრიელი წვენი მზადაა.

ყველა ახალი ამბავი
0