შეიყვარე საკუთარი თავი და იგივე ასწავლე შენს შვილსაც

© Pixabay / edsavi30დედა და შვილი
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ როდესაც მშობლები აქილიკებენ ბავშვს ზედმეტი წონის გამო, ან აიძულებენ მას დიეტის დაცვას, ამას სერიოზული შედეგების მოტანა შეუძლია.

ეს შედეგი შეიძლება იყოს, მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა ან დეპრესია. თუმცა ბოლო დროს მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა მშობლების აზრებისა და ქცევის გადაღება, კოპირება, მიბაძვა.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2020
დედებისთვის – თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ, მაგალითად, დედა მუდმივად წუწუნებს, რომ წონაში დაკლება სურს, ან ყოველდღე ჭამის წინ ითვლის კალორიებსა და ნახშირწყლებს, დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვიც ასევე უკმაყოფილო იქნება თავისი ფიგურისა, თუნდაც იდეალური წონა და პარამეტრები ჰქონდეს. იმისთვის, რომ ბავშვები უკომპლექსო გაიზარდონ და არ ჰქონდეთ საკუთარი სხეულისადმი ზიზღის შეგრძნება, ბავშვობიდანვე უნდა ჩაუნერგოთ სწორი აღქმა. ეს სულაც არაა რთული.

როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი

ყოველდღე უთხარი შენს თავს ქათინაურები

ყველა ბავშვს საკუთარი დედა მსოფლიოში ულამაზესი ჰგონია. ეცადე, რომ დაეთანხმო შენს შვილს, მაგრამ გარეგნულ მონაცემებზე ნუ „ჩაიციკლები“. თუ მძიმე დღე გქონდა, ბავშვი ჩაიხუტე და აუხსენი მას, რომ მძიმე დღე გქონდა, მაგრამ მაინც ინარჩუნებ კარგ განწყობას და უსიამოვნებებს უფლებას არ მისცემ, დღე გაგიფუჭოს. ყურადღება მიაქციე ფსიქოლოგიურ ასპექტებს და არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა. გაითვალისწინე, რომ ბავშვი სიყალბეს შესანიშნავად გრძნობს.

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2019
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება

მადლიერებით მიიღე ქათინაურები სხვებისგან

თუ ვინმე მეგობრებიდან გეტყვის, რომ დღეს ლამაზად გამოიყურები, ნუ დაიწყებ უარყოფას ან თავის მართლებას, რომ ეს ტონალური კრემის დამსახურებაა, ან ნუ იტყვი: „შენ რა, ხუმრობ?“ ამით ამბობ, რომ ვინც რა უნდა გითხრას, შენ მაინც უკმაყოფილო ხარ საკუთარი თავის. ისწავლე კომპლიმენტების სწორად, სათანადოდ მიღება. თქვი უბრალოდ „გმადლობთ“ – ეს სიტყვა ნამდვილად სასწაულებს ახდენს.

ამოიღე ლექსიკონიდან ზოგიერთი სიტყვა

ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სქელი“, „მსუქანი“, „დონდლო“ და სხვა საერთოდ უნდა გაქრეს თქვენი ლექსიკონიდან; და მასთან ერთად სიტყვები „დიეტა“, „კალორიები“, „ნახშირწყლები“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სადილის დროს ამ თემებზე საუბარი საშინლად მოსაწყენია.

სადილის დროს ეცადე საკვების გემოზე ისაუბროთ, მაგრამ დიეტაზე უარი არ თქვათ. თუ ბავშვი ყურადღებას მიაქცევს, რომ არ ჭამ რომელიმე საყვარელ კერძს, უთხარი მას, რომ ცდილობ სხვა პროდუქტების გასინჯვას, რომლებიც ენერგიას გაძლევს იმისთვის, რომ გააკეთო საყვარელი საქმე, მაგალითად, როგორიც ჩოგბურთის თამაშია.

ბარათები სიყვარულზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2018
აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ

ყურადღება მიაქციე, რას და როგორ საუბრობ სხვებზე

ბავშვები ყველაფერს ხედავენ და ყველაფერს ამჩნევენ. მათ ბავშვობიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, სხვანაირია. დავუშვათ, ტელევიზორს უყურებ და საყვარელი მსახიობი დაინახე, თავი შეიკავე, რომ მისი წონა გააკრიტიკო.

თუ ბავშვი ისმენს, რომ აკრიტიკებ სხვის ფიგურას წონის გამო, ის იწყებს ფიქრს, რომ თვითონ მასზეც ასე ფიქრობენ. ჯობს აქცენტი ისეთ რამეებზე გააკეთო, რომელსაც მართლა დიდი მნიშვნელობა ექნება ბავშვისთვის. მაგალითად, რა კარგია, რომ რომელიმე მეგობარს უნდა შეხვდე, რადგან ის კარგი მოსაუბრეა.

ხშირად ესტუმრე საცურაო აუზს

მიუხედავად იმისა, როგორ გრძნობ თავს საცურაო კოსტიუმში, ბავშვთან ერთად აუცილებლად ეწვიე საცურაო აუზს ან ზღვაზე პლაჟს. ბუნებრივად იმოქმედე და არ დაივიწყო, რომ ბავშვი გიყურებს და შენს ქცევას ზუსტად იმეორებს.

  • ცხოვრებაში ნამდვილად არის ბევრი სასიხარულო, დაუვიწყარი მომენტი. ნუ გაუშვებ ასეთ მომენტებს ხელიდან მხოლოდ იმის გამო, რომ თავი იდეალური არ გგონია. ყველას უნაკლო ფიგურა და ჩამოქნილი სხეული ვერ ექნება. გაითვალისწინე ეს მარტივი რჩევები და ეცადე ბავშვს სწორი თვალსაზრისი ჩამოუყალიბდეს.
ყველა ახალი ამბავი
0