როგორ უნდა მიიღოთ საკურორტო ვაუჩერი ბავშვებისათვის თბილისში

© Sputnik / STRINGERსიცხე თბილისში
სიცხე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა არ იცის რა სოციალური პროგრამები არსებობს საქართველოში და რა სარგებლის მიღება შეუძლიათ მისგან. დღეს ერთ-ერთი ქვეპროგრამის შესახებ გესაუბრებით.

 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება“- ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც  შშმ ბავშვების და მოზარდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კურორტზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა, როგორ უნდა ჩაერთოს ვაუჩერის მიღების მსურველი პირი პროგრამაში და როგორ ხდება ვაუჩერის ანაზღაურება, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, 3 800-მდე საკურორტო ვაუჩერი გასცა.

სწავლა სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი პროგრამა იწყება

- რა არის ქვეპროგრამის არსი და რას მოიცავს ის?

- ქვეპროგრამა ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებული 3-დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების ვაუჩერულ დაფინანსებას.

ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 800 ლარს და დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ 6 დღე-ღამე. პროგრამით მოსარგებლეზე ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ვაუჩერი გაიცემა, რის შემდეგაც ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს სასტუმროს და სერვისის პირობებს.

- წლის ნებისმიერ დროს არის ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი?

- ვაუჩერი ძალაშია 2021 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

აუქციონი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2020
შშმ ბავშვების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ონლაინ–აუქციონი გაიმართება

- რა შემთხვევაში შეუძლია პირს აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა?

- პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვს ან მოზარდს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუ ვაუჩერის მიღების მსურველ ბავშვს ან მოზარდს აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად, ის სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.

- როგორ უნდა ჩაერთოს ვაუჩერის მიღების მსურველი პირი ქვეპროგრამაში?

- განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. ქვეპროგრამით მოსარგებლეს, ან კანონიერ წარმომადგენელს, 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით, ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადით უნდა მიემართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის.

სათამაშო მეოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2020
იზოლაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები: სპეციალისტი გვირჩევს

- როგორც ცნობილია პროგრამა ყოველ წელს ხორციელდება. რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა?

* დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

* ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ;

* ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთწლიანი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 - როგორ ხდება ვაუჩერის ანაზღაურება და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს სასტუმრომ, რომელმაც მომსახურება გაუწია ვაუჩერით მოსარგებლე პირს?

სერვისის მიმწოდებელს ვაუჩერის განაღდება შეუძლია მომსახურების დასრულებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

ასევე, სერვისის მიმწოდებელმა სამსახურს უნდა წარუდგინოს: ვაუჩერი (დედანი) და ვაუჩერით მოსარგებლის დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  სერვისის მიმწოდებლის გაწეული მომსახურების ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სერვისის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საბანკო რეკვიზიტები, მომსახურების გაწევის ადგილის მისამართი, ვაუჩერით მოსარგებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ასევე, ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, სერვისის მიწოდებისათვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ვაუჩერის ღირებულებას - 800 ლარს. ამასთან, საჭიროა სერვისის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ინვოისი შედგენილი უნდა იყოს ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების შემდეგ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0