შშმ ბავშვების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ონლაინ–აუქციონი გაიმართება

© Pixabay / Daniel_B_photosაუქციონი
აუქციონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო ლოტების სახით აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ნივთები და მომსახურება სხვადასხვა სფეროს პარტნიორების მხრიდან: ჯანმრთელობის, სილამაზის, განათლების, ტურიზმის, გასტრონომიის, ფსიქოლოგიის, ხელოვნების, თვითგანვითარების და სხვ.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 4 დეკემბერს გაიმართება საქველმოქმედო ონლაინ–აუქციონი ფონდ „სერაფიმის“ მხარდასაჭერად, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენა.

ფონდმა „სერაფიმმა“ შავი ზღვის სანაპიროზე ააშენა სარეაბილიტაციო ცენტრი განსაკუთრებული ფიზიკური განვითარების მქონე ბავშვებისთვის, რომელიც მალე გაიხსნება. ლოტების რეალიზაციიდან შემოსული სახსრები მშენებლობის დასრულებასა და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

 საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ - განსხვავებულები ვართ!“ და ცენტრ Miraculum-ის ერთობლივი პროექტი - Sputnik საქართველო
როგორ ცხოვრობენ იზოლაციაში აუტისტი ბავშვები: ნათესავებისა და სპეციალისტების დახმარება

ღონისძიებაზე ონლაინ–რეჟიმში დასწრებას ერთდროულად ასამდე ადამიანი შეძლებს. აუქციონის სივრცეში თითოეულ მონაწილეს შეუძლია მისთვის საინტერესო ნივთის ან მომსახურების შეძენა სპეციალურ ჩატში მითითებულ ფასად. ფასის მომატებისთვის 1 წუთია განკუთვნილი. ის, ვინც 1 წუთში ლოტისთვის მეტ თანხას შესთავაზებს, მისი მფლობელიც ის ხდება. ონლაინ–აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლაა საჭირო. დათქმულ დროს მონაწილეები მიიღებენ მოსაწვევ წერილს ონლაინ–აუქციონის პირდაპირი ეთერისა და ჩატის ბმულით.

აუქციონის პოტენციურ მონაწილეებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო ლოტი წინასწარ შეარჩიონ და აუქციონს მაშინ შეუერთდნენ, როდესაც მისი პრეზენტაცია გაიმართება წინასწარ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით.

იზოლაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები: სპეციალისტი გვირჩევს>>

საქველმოქმედო ლოტების სახით აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროს პარტნიორების ნივთები და მომსახურება, როგორიცაა ჯანმრთელობა, სილამაზე, განათლება, ტურიზმი, გასტრონომია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, თვითგანვითარება და სხვ.

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0