კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliმოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად
მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი  მასწავლებლებისთვის“ დღეს ამ მოსაზრების ავტორს, საგარეჯოს მესამე საჯარო სკოლის დირექტორს ნატალია კურდღელაშვილს გაგაცნობთ.

„შეფასება დღეს ყველას „აქილევსის  ქუსლია“. ეს სისტემა მოსწავლეებისთვის მაინც არათანაბარ პირობებს ქმნის, ამიტომ ძალიან საფრთხილოა და მნიშვნელოვნად გადასახედი“ - ნატალია კურდღელაშვილი. 

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliნატალია კურდღელაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ნატალია კურდღელაშვილი

- ქალბატონო ნატალია, ამბობენ, რომ თქვენს საქმეში ნოვატორი პიროვნება ხართ, კონკრეტულად რას გულისხმობენ?

- რამდენად ნოვატორი ვარ არ ვიცი, ალბათ თემი უკეთესი მსაჯულია. რაც შეეხება ჩემ მცდელობას ამ მიმართულებით, თამამად ვიტყვი, რომ  ჩვენს სკოლაში ტოლერანტობა, გამჭვირვალობა, მეგობრობა, კეთილგანწყობა – ყველა რგოლის შემაკავშირებელია. თუ ნოვატორი არ იქნები, ისე შეუძლებელია სასწავლო პროცესს ფეხი აუწყო. მუდმივი განვითარება აუცილებელია, თუნდაც სასკოლო ცხოვრებაში დამკვიდრებული ფასეულობების შესანარჩუნებლად. განვითარების პროცესი მუდმივად ინოვაციების დანერგვას ითხოვს.

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliნატალია კურდღელაშვილი გაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ნატალია კურდღელაშვილი გაკვეთილზე

- გაიხსენეთ მასწავლებელი, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

- ალბათ პროფესიული განწყობა აუცილებლად ვინმე ისეთმა უნდა შეგიქმნას, რომელიც შენი ეტალონია. რა თქმა უნდა, მეც მყავდა მასწავლებელი, რომელიც ნამდვილად იყო ნოვატორი თავისი მიდგომებით, სწავლების ფორმებითა თუ ხარისხით. მისი ყველა ქცევა მისაბაძი და ჩემი მოტივატორი იყო იმისთვის, რომ ცალსახად მათემატიკის მასწავლებელი კი არა „ნათია მასწავლებელი“ გავმხდარიყავი. დიახ, მას ლომის წილი აქვს ჩემს პროფესიულ არჩევანში.

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliნატალია კურდღელაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ნატალია კურდღელაშვილი

- თქვენ მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილი როგორ დაგამახსოვრდათ?

- 19 წლის ვიყავი, გაკვეთილი რომ ჩავატარე და 15 წლის მოსწავლეები მყავდა. მახსოვს, როგორ მეშინოდა ასაკობრივ დისბალანსს ზემოქმედება არ მოეხდინა გაკვეთილის ხარისხზე. როგორც ჩანს, არც ისინი ელოდნენ ასე ახალგაზრდა მასწავლებელს და ისეთი მონდომებით და უჩვეულოდ მშვიდად მისმენდნენ, ახლაც მახსოვს თითოეულის ინტერესი ტრიგონომეტრიის ელემენტების მიმართ.

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliთემურ წიკლაურთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
თემურ წიკლაურთან ერთად

- თქვენი ნება რომ იყოს, რა ცვლილებებს შეიტანდით სასკოლო და სასწავლო პროცესში?

- სკოლა ისედაც ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად განვითარების პროცესშია. ის ყველა მიმართულებით ცვლილებებს განიცდის. მე ალბათ უფრო შეფასების სისტემაში ვისურვებდი მეტ რეფორმას. შეფასება დღეს ყველას „აქილევსის  ქუსლია“. ბევრი რამ შეიძლება დისკუსიის თემად აქციო, ეს სისტემა მოსწავლეებისთვის მაინც არათანაბარ პირობებს ქმნის, მაინც მგონია, რომ შეფასება ძალიან საფრთხილოა და მნიშვნელოვნად გადასახედი.

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliსკოლაში მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
სკოლაში მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად

- ამბავი, რომელიც გაკვეთილზე მოხდა, ანუ ერთხელ, გაკვეთილზე...

- წელს პირველად ვარ პირველი კლასის მასწავლებელი და მგონი უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ყველაზე სახალისო ალბათ ფულის გამოყენების სწავლა იყო. გამოვჭერით კუპიურები და ყიდვა-გაყიდვა მოვაწყვეთ ჩემს კაბინეტში. გასაყიდ ნივთებში გვქონდა ტკბილეული, სახატავი ფურცლები და ფანქრები. გაკვეთილის ბოლოს ბედნიერი სახეებით დატოვეს ჩემი ოთახი, სადაც ბევრი კითხვა გაუჩნდათ: „მასწავლებელო, თქვენ აქ ცხოვრობთ?", კიდევ „მასწავლებელო, თუ მომენატრებით, აქ შეიძლება გნახოთ?" ბევრი გამორჩეული გაკვეთილი შეიძლება გავიხსენო, თითქმის ყველა გაკვეთილმა შეიძლება, რომ რაიმე ამბავი დამიტოვოს გასახსენებლად.

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliნატალია კურდღელაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ნატალია კურდღელაშვილი

- სულ ახლახან იყო ბოლო ზარი, რომელიც ალბათ მოსწავლეების გარდა სკოლის დირექტორისთვისაც ამაღელვებელია...

- ყველა წლის ბოლოს ვხვდები, რომ მათ ჩემი სულის ნაწილი მიაქვთ ხოლმე, მიაქვთ ემოციებით, განცდებით და შთაბეჭდილებებით. ბოლო ზარის დროს ძალიან ვღელავ და ყელში რაღაც მებჯინება ხოლმე. აღელვებისგან ყველა ის აზრი მეფანტება, რასაც წინასწარ ვალაგებ და ვცდილობ ისეთი ლამაზი სიტყვებით გავაცილო დიდ გზაზე, რომ სულ ახსოვდეთ. არ შეიძლება აღელვების გარეშე უყურო იმას, თუ როგორ გადიან შენი მოსწავლეები სკოლის სივრციდან, იქიდან, სადაც ეზიარნენ ისეთ საზრდოს, რომელმაც ხვალ კაიკაცობაში უნდა გაიდგას ფესვები. შენმა გაშვებულმა მოსწავლემ ხვალ ყველაზე რთული და გამჭვირვალე გამოცდა უნდა ჩააბაროს და იქ უკვე ვერანაირად დაეხმარები...

© photo: courtesy of Natali Kurdgelashviliპედაგოგიურ კოლექტივთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: განვითარების პროცესი ინოვაციების დანერგვას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად

- როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებზე პასუხისმგებლობა სკოლის დამთავრების მერეც უნდა ჰქონდეს სკოლას?

- ეს პასუხისმგებლობა კი არ გეხსნება, არამედ მერე კიდევ უფრო მეტად გრძნობ. მათაც იციან, რომ სკოლა, რომელიც უშვებს, შემდგომშიც არ დატოვებს უყურადღებოდ და მათ ცხოვრებას თვალს მიადევნებს. მინდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩემი გამოზრდილები არიან. მინდა, რომ მათი გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჩვენთვის საამაყო და მათთვის წარმატების მომტანი იყოს. უფალს ვთხოვ, რომ ჩვენი გამოზრდილები პატიოსანი და მართალი გზით ატაროს, რა მიზანსაც დაისახავენ, ყველაფერს მიაღწიონ. თუ წაიქცევიან, ადგომა და წელში გამართვა შეძლონ, თუ ამას შეძლებენ,  მაშინ ვიტყვით, რომ სკოლას მათთვის ყველაზე საჭირო უნარ-ჩვევები მიუცია...

 

ყველა ახალი ამბავი
0