ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გრან–პრიზე პირველი გამარჯვება იზეიმა

© photo : World Chess Federation / FBნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
გიბრალტარში მიმდინარე გრან–პრიზე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი საგზური გათამაშდება. ქართველი მოჭადრაკე ამჟამად ორ კონკურენტთან ერთად თანაბარი ქულებით მესამე–მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ გიბრალტარში მიმდინარე ფიდეს გრან–პრიზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიბრალტარის გრან–პრი წრიული სისტემით ტარდება 11 ტურად და მასში 12 მონაწილეა ჩართული. მისი შედეგების მიხედვით ქალთა შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა შეჯიბრების ორი მონაწილე გამოვლინდება.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
ქართველმა მოჭადრაკემ FIDE-ს გრან-პრი ყაიმით დაიწყო

ძაგნიძემ ორი ყაიმის შემდეგ მესამე ტურში თეთრი ფიგურებით ყაზახეთის წარმომადგენელი დინარა სადუაკასოვა დაამარცხა. მანამდე ქართველი მოჭადრაკე რუს კატერინა ლაგნოსა და უკრაინელ ანა მუზიჩუკს დაუზავდა.

შესაბამისად, ნანა ძაგნიძეს მიმდინარე გრან–პრიზე 2.0 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში უკრაინელ მუზიჩუკთან და აზერბაიჯანელ მამაზდადასთან ერთად მესამე–მეხუთე ადგილებს იყოფს. ქართველი მოჭადრაკის შემდეგი მოწინააღმდეგე დღეს გერმანელი ელიზაბეტ პაეტცი იქნება.

ამ ეტაპზე საერთო ჩათვლას 398 ქულით რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს, რომელსაც უკან ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 293), ალექსანდრა კოსტენიუკი (193), ძაგნიძე (180), ლაგნო (180), დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი, 180) და ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 165) მოჰყვებიან. ვინაიდან გორიაჩკინა გასული წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტია, 2022 წლის მსოფლიო პირველობაზე ავტომატურად მოხვდება. შესაბამისად, თუ რუსი მოჭადრაკე პირველ ადგილს შეინარჩუნებს, 2022 წლის პრესტიჟული ტურნირის საგზურს მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0