ქართველმა მოჭადრაკემ FIDE-ს გრან-პრი ყაიმით დაიწყო

© Facebook / World Chess Federationნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
გრან-პრის შედეგების მიხედვით ორი საუკეთესო მოჭადრაკე პრეტენდენტთა ტურნირზე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრის უფლებისთვის იბრძოლებს.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულა პირველი პარტია FIDE-ს ეგიდით მიმდინარე გრან-პრის მეოთხე ეტაპზე, რომელიც გიბრალტარში დაიწყო.

ძაგნიძე რუსეთის წარმომადგენელ ეკატერინა ლაგნოს თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდა და 30-ე სვლაზე ყაიმს დასჯერდა.

ეს ეტაპი დასკვნითია FIDE-ს ეგიდით მიმდინარე გრან-პრიზე. პირველ ეტაპზე, რომელიც სკოლკოვოში (რუსეთი) გაიმართა, გაიმარჯვა ხამპი კონერუმ (ინდოეთი), მეორე (მონაკოში) - რუსმა ალექსანდრა კოსტენიუკმა, ხოლო მესამეზე (ლოზანა) - ძაგნიძემ.

ჭადრაკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ქართველი მოჭადრაკე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

მეოთხე ეტაპის დაწყებამდე გრან-პრის საერთო გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს ალექსანდრა გორიაჩკინა რუსეთიდან (398 ქულით), მეორე ადგილზეა კონერუ (293), ხოლო მესამეზე - კოსტენიუკი (193).

ორი მოჭადრაკე, რომელიც გრან-პრის შედეგების მიხედვით საუკეთესო იქნება, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - ჩინელ ცზუი ვენცზიუნთან შეხვედრის უფლებისთვის პრეტენდენტთა ტურნირზე იბრძოლებს.

ტურნირის მეორე დღეს ძაგნიძე უკრაინის წარმომადგენელ ანა მუზიჩუკს შავი ფიგურებით დაუპირსიპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0