„ევროპული საქართველო“ დამოუკიდებლობის დღეს თავისებურად აღნიშნავს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტია მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ გამოფენას მოაწყობს, რომელიც საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკას მიეძღვნება.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლობის დღე ცალკე, განსხვავებულად აღნიშნოს.

თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: რა, სად, როდის?

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, პარტია დამოუკიდებლობის დღეს მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ აღნიშნავს. მოეწყობა იმპროვიზებული გამოფენა, რომელიც პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ისტორიის ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებზე გვიამბობს. მსურველები შეძლებენ მაისურების მიღებას გმირი მედდის მარო მაყაშვილისა და დიდი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებით. პარტიული ღონისძიება 10-დან 13 საათამდე გაიმართება.

ამ დღეს ძირითადი ღონისძიება კი თავისუფლების მოედანზე ჩატარდება, სადაც გაიმართება ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია და სამხედრო ტექნიკის ჩვენება.

ყველა ახალი ამბავი
0