საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: რა, სად, როდის?

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ძირითადად თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პომპეზური არ იქნება – მთავრობამ ღონისძიებების პროგრამა გაავრცელა. 

ნიაგარის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე თბილისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. დამონტაჟებულია სცენა და ხუთი მონიტორი. როგორც მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ხვალ დაგეგმილი ყველა ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოხდება

„Sputnik–საქართველო“ ღონისძიებების პროგრამას გთავაზობთ:

11:00-11:50 – თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების  საზეიმო ცერემონია.

13:30-14:30 – სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტთან გამოსამშვიდობებელი საგმლოვიარო ცერემონია.

15:30-16:00 – გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონია მთაწმინდის პანთეონში.

19:00-20:00 –  საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს 26 მაისს იმართება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა ორწელიწადნახევარი არსებობდა.

ყველა ახალი ამბავი
0