ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

© Sputnik / STRINGER„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, აქციები, ქუჩების პიკეტირება და ბლოკირება გაგრძელდება.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორგანიზატორებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე ავიდნენ და დაბრუნდნენ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გუშინ კარვების ქალაქი გაშალეს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, აქციები, მთავარი ქუჩების პიკეტირება და ბლოკირება გაგრძელდება.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
თურნავა: მოსახლეობა სიმართლეს ნამახვანჰესის შესახებ ქუჩასა და კარვებში არ უნდა იგებდეს

აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის რიონზე ჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი, არამედ თურქულ კომპანიასთან შეთანხმებაზე ხელმოწერაში მონაწილე ყველა ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

„რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მოთხოვნები 26 მაისამდე უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციის მასშტაბი გაიზრდება.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია თბილისში ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
საპროტესტო აქცია თბილისში ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ

„ჩვენ, რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი და კარვები გვაქვს გაშლილი რესპუბლიკის მოედანზე, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ გადაიკეტება რუსთაველის გამზირი, არ გაიხსნება. ამავდროულად, ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
რატომ გაუჩნდა კახა კუჭავას „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის სურვილი

მან დედაქალაქის მოსახლეობასაც კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეუერთდნენ აქციას 26 მაისს.

გოლეთიანის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი 26 მაისის აღლუმი ჩატარდება არა თავისუფლების მოედანზე, არამედ იქ, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დგანან.

„ნამახვანჰესის" მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე კვირას თბილისში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და საკუთარი მოთხოვნების შესრულება მოსთხოვეს.

„რიონის ხეობის მცველების" ულტიმატუმის მოქმედების ვადა დღეს 12:00 საათზე ამოიწურა. რადგან აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღეს, მათ მსვლელობა გამართეს.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
„მაღლა აწეული ხელებით" – სად შესთავაზეს კუჭავას „რიონის ხეობის მცველებმა" შეხვედრა

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0